ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა. პირველი კონცერტი ბორჯომში გაიმართა, მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები წარდგნენ. ფესტივალი 23 და 25 აგვისტოს ბათუმში ორი კონცერტით გაგრძელდება. სექტემბერში კი ოთხი კონცერტი კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში ჩატარდება. რიგით მე-16 მუსიკალური ფესტივალი 20 სექტემბერს დაიხურება.