შუა დერეფნის ისტორიაში პირველად, ჩინეთიდან ორგანიზებული საცდელი ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს შესაძლებლობას ქმნის ახლა უკვე ავტოგზავნილებით ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში ჩვენი ქვეყნის გავლით შევიდეს.
საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლის შემდეგ საქართველოში 26 მაისს შემოვლენ.