„საბურთალოს“ გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე.
ევროგათამაშების დებიუტანტმა მოლდოვის ჩემპიონი „შერიფი“ დაამარცხა. თამაში საქართველოს უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ, 30-ე წუთზე ანგარიში ოგნიერ როლოვიჩმა გახსნა.
მეორე ტაიმში „საბურთალომ“ ორი გოლი კიდევ გაიტანა. საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.
განმეორებითი შეხვედრა 16 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს 21:30 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.