საბავშვო ევროვიზია 2025-ის ფინალი

12:01, 14.12.2025

 საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა.

ქვეყანა საერთაშორისო კონკურსზე ლუ დელუზმა წარადგინა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა დააგროვა. მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს წარმომადგენელმა, ანიტა აბგარიანმა, რომელმაც ჟიურისგან 121 , მაყურებლისგან კი 55 ქულა მიიღო. მასშტაბური საფინალო შოუ ოლიმპიურ სოფელში, ტანვარჯიშის არენაზე ჩატარდა და ქართველმა ორგანიზატორებმა არაერთი დადებითი შეფასება მიიღეს. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიას საქართველომ მეორედ უმასპინძლა. 2025 წელს ორგანიზატორები საქართველოს კულტურის სამინისტრო, „სთარინგ ჯორჯია“ და საქართველოს პირველი არხი იყვნენ.

მარიკა შალიკაშვილის რეპორტაჟი #მოამბე

მსგავსი