ანიტა აბგარიანის შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუზე [ვიდეო]

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, ფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენელი ანიტა აბგარიანი მეთხუთმეტე ნომრად წარდგა.

საქართველოს წარმომადგენელმა საკონკურსო სიმღერა – Shine like a star შეასრულა.

სიმღერა გიგა კუხიანიძემ დაწერა. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ „ქენდის“ ერთ-ერთი მონაწილეა (ჯგუფმა „ქენდიმ“ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა). საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლზე პირველმა არხმა იმუშავა. ვიდეოს რეჟისორია თემურ კვირკველია, კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

2025 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში ევროპის 18 ქვეყანა მონაწილეობდა.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც კონკურსი ოთხჯერ მოიგო. საქართველო კონკურსს მეორედ მასპინძლობს, ამჯერად 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ანდრია ფუტკარაძის გამარჯვების შემდეგ.