საბავშვო ევროვიზია 2022-ის ფინალამდე ერთი საათი რჩება

ვინ გახდება საბავშვო ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული? – საერთაშორისო კონკურსის ფინალამდე ზუსტად ერთი საათი რჩება. ერევანში საკონცერტო დარბაზის სცენას ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი დაიკავებს. ქართველი კონკურსანტი მარიამ ბიგვავა, სცენაზე მე-8 ნომრად წარდგება და გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს.

ქართულმა დელეგაციამ გენერალური რეპეტიცია გაიარა, რომელიც საერთაშორისო ჟიურიმ უკვე შეაფასა. ჟიურის ქულები ანონიმურია და ცნობილი დღეს, კონცერტის დასრულების შემდეგ გახდება.

მარიკა შალიკაშვილი დეტალებით სომხეთიდან.