კობა გვენეტაძეს მწვავე კითხვების მოსმენა მოუხდა იანვრიდან გამკაცრებულ საბანკო რეგულაციებზეც.
ოპონენტებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰკითხეს, შემსუბუქდება თუ არა რეგულაციები, რომელმაც, მათივე მტკიცებით, განსაკუთრებით თვითდასაქმებულ ოჯახებს, სამშენებლო სექტორს და საყოფაცხოვრებო მაღაზიებს პრობლემები შეუქმნა. გვენეტაძე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავას, თუმცა მცირე კორექტივებს არ გამორიცხავს. არგუმენტად ის ევროპის განვითარებული ქვეყნების პრაქტიკას ასახელებს და ოპონენტებს ახსენებს, რომ სწორედ ახალმა რეგულაციებმა მოქალაქის შემოსავალთან შედარებით არაპროპორციულად მაღალი სესხების გაცემის მაჩვენებელი საგრძნობლად შეამცირა.
ანალოგიურია პრემიერის პოზიციაც.