ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიმართ გატარებულ ზომებს ადეკვატურად მიიჩნევს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად „თიბისის“ ეხება კითხვები, რომლებსაც დეპუტატები პარლამენტში მისულ კობა გვენეტაძეს უსვამენ. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს დღეს ჰკითხეს მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენებ საერთაშორისო კომპანია „დენტონსის“ დასკვნაზეც, სადაც ხაზარაძის მტკიცებით, ფულის გათეთრების ან ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები გამორიცხულია. გვენეტაძემ დღეს ტრიბუნიდან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „თიბისის“ დამფუნებლებთან ინტერესთა კონფლიქტის თემაზე საუბარი ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ 11 წლის წინანდელი საბანკო ტრანზაქციის საკითხი გააქტიურდებოდა. გამოსვლის დროს გვენეტაძემ ახსენა წერილიც, რომლის გაგზავნას მამუკა ხაზარაძე ითხოვდა.

ოპოზიციის გარდა დღეს „თიბისი ბანკის“ საქმეზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მწვავე კითხვები უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმაც დაუსვეს.

 

სანდრო ჯუფალაკიანი დეტალებით.