საავტომობილო სპორტის ფედერაციას დავით მჭედლიშვილი უხელმძღვანელებს

საავტომობილო სპორტის ფედერაციაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს – ფედერაციას დავით მჭედლიშვილი უხელმძღვანელებს. ყრილობა, რომლის დღის წესრიგში პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის არჩევნები იყო, დღეს გაიმართა. პრეზიდენტობისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოდა – ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი შოთა აფხაზავა და მოქმედი პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით მჭედლიშვილი.

ყრილობაზე 94 დელეგატიდან რეგისტრაცია 89 გაიარა – საბოლოოდ, პრეზიდენტად დავით მჭედლიშვილი აირჩიეს, რომელსაც ხმა 63-მა დელეგატმა დაუჭირა, ხოლო შოთა აფხაზავას – მხოლოდ 23 ხმა ჰქონდა.