პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი მარიო გომეში – საქართველო დღეს ჩვენზე უკეთესი იყო #1TVSPORT

00:06, 30.11.2026

საქართველოსთან დამარცხების შემდეგ პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მარიო გომეშმა მადლობა გადაგვიხადა:

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ქართული მხარის მასპინძლობა. ორგანიზაცია ძალიან კარგი იყო. მადლობა საქართველოს.

სხვა შეხვედრებისგან განსხვავებით, არც მსაჯებისადმი მაქვს პრეტენზია. კარგად იმუშავეს.

მოგეხსენებათ, თამაში 40 წუთი გრძელდება. თავიდან ჩვენ ვიყავით კარგები, მეორე ოცი წუთის განმავლობაში კი საქართველო უკეთესი იყო. ძალიან კარგი დაცვა ითამაშა, უკეთესად უნდა გვესროლა, მაგრამ საქართველომ არ დაგვაცადა“.

მსგავსი