მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალია 42:38-ს იგებს #1TVSPORT

20:14, 29.11.2026

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ მართავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, პორტუგალიის ნაკრებმა მასპინძლებს მეტად ხისტი თამაში შესთავაზა. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ წინ პორტუგალიის ნაკრებია – 42:38.

11 ქულა აქვს ალექსანდრე მერკვილაძეს, 12 – მარკის რიდს, 5 – თორნიკე შენგელიას. სტუმართა რიგებში 17 ქულით უილიამსი გამოირჩევა.

მსგავსი