მაია ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ – სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საქმე უკვე ევროპულ სასამართლოშია. ბაქრაძე 2015-2016 წლების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, მას ხელმეორედ დანიშვნაზე საბჭომ უარი უთხრა.
ბაქრაძის ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ევროპული სასამართლოს კითხვებს საქართველოს მთავრობამ უკვე უპასუხა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ცალმხრივი და არასრულია.