სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

24 საათში შეცვლილი სასამართლო გადაწყვეტილება. სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ 27 წლის ახალგაზრდას, რომელიც გუშინ მოსამართლე ბადრი შონიამ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა. საუბარია 13 იანვრის ღამით კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტზე, რომელსაც პოლიციელის და დაცვის ორი თანამშრომლის სახით სამი დაზარალებული ჰყავს. სისხლიან დაპირისპირებას ორივე მხარე სხვადასხვანაირად აღწერს. თუმცა თითქმის ყველა თანხმდება, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება ჩადენილ დანაშაულთან და ბრალდებულისთვის წაყენებულ მუხლებთან შედარებით არაადეკვატური იყო.