თამაზ ქვლივიძის საქმე

ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი კონფლიქტის დროს პოლიციის თანამშრომლისა და კერძო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით დაკავებულს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ქვლივიძე 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ორშაბათს გაათავისუფლა. სააპელაციოს გადაწყვეტილებით კი ბრალდებული დღეს სასამართლო დარბაზში დააკავეს. ქვლივიძის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული 13 იანვრის ღამეს თავს იცავდა, როდესაც მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურახყოფას აყენებდნენ. დაჭრილებს კი მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

პროკურატურამ დაკავებულს ბრალი სამი მუხლით წაუყენა, მათ შორის ერთი მძიმე დანაშაულია და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.