საქართველო ახალ, 2023 წელთან შესახვედრად ემზადება. საახალწლო განწყობა ახლა განსაკუთრებულად რიყეზე იგრძნობა – ევროპის მოედანზე დამონტაჟებულ სცენას რამდენიმე საათში ქართველი შემსრულებლები დაიკავებენ. 23:00 საათზე მთავარი გალაკონცერტი იწყება. მრავალფეროვანი სადღესასწაულო შერეული პროგრამა, ბუნებრივია, საახალწლო თემატიკაზეა აგებული. ცნობილი მომღერლებისა და ანსამბლების მიერ წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრის მუსიკა. შესრულდება ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი საახალწლო მელოდიები.
წლის მთავარი ღონისძიება სწორედ ევროპის მოედანზე გაიმართება. 11 საათიდან შეგიძლიათ ეწვიოთ დედაქალაქის მთავარ საახალწლო სცენას და შეეგებოთ 2023 წლის შემობრძანებას. წელს თბილისი განსაკუთრებულად ლამაზია. საზეიმო განწყობაა საახალწლო სოფელშიც, სადაც 13 იანვრამდე კონცერტები და სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
პირდაპირ ეთერში ვრთავთ თათია კუჭუხიძეს, რომელიც ევროპის მოედანზე იმყოფება – იგრძნობა თუ არა ევროპის მოედანზე უკვე საახალწლო განწყობა.