საახალწლო განწყობა "დედაენის ბაღში" - პარკში პატარებისთვის ატრაქციონები 7 იანვრის ჩათვლით იმუშავებს

“დედაენის ბაღში” უკვე საახალწლო განწყობაა. პარკი საზეიმოდ მოირთო. 7 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის ატრაქციონები იმუშავებს.

დაგეგმილი პროგრამა მრავალფეროვანია. მოეწყობა ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი. გაიმართება ასევე საახალწლო ბაზრობა. “დედაენის ბაღი” სტუმრებს ხვალ დღის 12:00 საათიდან უმასპინძლებს.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, ქალაქის სადღესასწაულოდ მორთვის პროცესში თავადაც ჩაერთონ.