გრიბოედოვის თეატრი საახალწლო პრემიერისთვის ემზადება
გრიბოედოვის თეატრი საახალწლო პრემიერისთვის ემზადება

გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი საახალწლო პრემიერისთვის ემზადება.

„ფრთები ნამცეცასთვის“ მუსიკალური ზღაპარია, რომელიც ანდერსენის ნაწარმოების მიხედვით არის შექმნილი. ეს ამაღელვებელი და ლამაზი მუსიკალური ზღაპარია პატარა გოგონაზე, სახელად ნამცეცა, რომელიც ელფების ქვეყნის პრინცს შეუყვარდება და ჯადოსნურ ფრთებს დაჰპირდა.

წარმოდგენის დადგმაზე რეჟისორმა ლევონ უზუნიანმა იმუშავა. ქორეოგრაფიაზე დავით მეტრეველმა, კოსტიუმებისა და დეკორაციისთვის ესკიზები კი შოთა ბაგალიშვილიმა და ნინო ჭყონიამ შექმნეს, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დავით და ლექსო ტურიაშვილებმა იმუშავეს.

სპექტაკლში 10 მსახიობი მონაწილეობს: მარიამ კიტია, ნინა ნინიძე, ლაშა გურგეგნიძე, ნანა დარჩიაშვილი, მერაბ ქუსიკაშვილი, სოფიო ლომჯარია, ნინა კალატოძიშვილი, მედეა მუმლაძე, ანა ნიკოლავა და მიხეილ არჯევანიძე.

„ფრთები ნამცეცასთვის“ პრემიერა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი 27 და 28 დეკემბერს გაიმართება.