სააკაშვილმა კიევში მიტინგების გამართვაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა

მიხეილ სააკაშვილმა კიევში მიტინგების გამართვაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად უკრაინული ოპოზიციური “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერის თანაპარტიელმა, ივან ლოზოვოიმ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კვირას ოქტომბრის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გამო მიიღეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ “ახალი ძალების მოძრაობა” აქციებს საერთოდ არ გამართავს. მან ასევე მოუწოდა მთავრობას კორუფციასთან ბრძოლა დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ კვირას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებმა, კიევის ცენტრში მდებარე ოქტომბრის სასახლეში შეჭრა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მიხეილ სააკაშვილს 22 დეკემბერს დაკითხავს.