მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი – ამჯერად დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს დისტანციურად ერთვება სააკაშვილი. მისი განცხადებით, ბრალდება უსაფუძვლოა და იმ პიჯაკებიდან ერთ-ერთი აცვია, რომლის სახელმწიფო ხარჯებით შეძენასაც პროკურატურა ედავება. ამავე საქმეში ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ბრალდების თანახმად, საუბარია 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაზე.