სააკაშვილის სასამართლო პროცესი

საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს და მას უფრო მასშტაბური სახე უნდა მიეცეს, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე, სადაც მისი ბრალდების მორიგი ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობდა.

საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ ონლაინ ჩაერთო თავად სააკაშვილი. საკუთარი დრო მან ისევ პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა. ყოფილმა პრეზიდენტმა პარტიებს ერთიანი სიის შექმნისკენ მოუწოდა.