7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის სასამართლო

7 ნოემბრის საქმე და მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ბრალდების ეპიზოდი – დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკაში მის აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა. დისტანციურად ჩართვისას მან 7 ნოემბრის მოვლენებს რუსეთის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია უწოდა.

სააკაშვილის გარდა, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთ მოწმესაც მოუსმინეს. ჩვენება ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა და მისი კომპანიების დამფუძნებელმა მისცა. მან ბიზნესში პატარკაციშვილის ინტერესებზე გაამახვილა ყურადღება. მომდევნო სხდომა 27 მარტს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.