მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო. დღეს საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე უნდა ემსჯელათ, თუმცა, პროცესი გადაიდო. მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. სააკაშვილის ინტერესების დამცველების თქმით, მათთვის საეჭვოა, ეკუთვნის თუ არა დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებული წერილი მიხეილ სააკაშვილს.