სააკაშვილის სასამართლო

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი 21 ნოემბრისთვის გადაიდო. მიზეზად ამჯერადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მხარეებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობა გააცნო, სადაც საუბარია, რომ სააკაშვილმა პროცესზე დასწრებაზე უარი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე განაცხადა და მისი დასწრების გარეშე პროცესის გამართვაზე უარი თქვა. ადვოკატების თქმით, მათთვის ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ სასამართლო კლინიკა „ვივამედისგან“ აღარ ითხოვს ცნობას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და პროცესზე მხოლოდ პენიტენციური სამსახურის ცნობას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.