სააკაშვილის საქმე

კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი პატიმრის ნებართვის გარეშე ვიდეომასალის გავრცელებას კანონდარღვევად მიიჩნევს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს. პენიტენციური სამსახურის მხრიდან სხვადასხვა დროის მონაკვეთში გადაღებული კადრების გამოქვეყნებას მწვავე რეაქციები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდანაც. სააკაშვილის პარტიის სამმა წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო, აჭარის უმაღლეს საბჭოში კი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოაცხადა. არასაპარლამენტო ოპოზიციის მოწოდებების ფონზე ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხი, ასევე აქციების გეგმა კიდევ ერთხელ გააქტიურდა. ოპონენტთა პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს მმართველი გუნდი, რომლისთვისაც გუშინ გავრცელებული კადრები მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციური მოქმედებების დასტურია.