სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ზურაბ ჩხაიძის განცხადება

გადაჰყავთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში. განცხადება ამის შესახებ დღეს გიორგი ჩალაძემ გააკეთა. თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე კლინიკის მხრიდან არ დასტურდება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა „ვივამედის“ დირექტორმა. ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, სააკაშვილის „პისიარ“ ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. მისივე თქმით, უკეთესობაა ლაბორატორიული კვლევების შედეგებშიც. ჩხაიძემ არ დაადასტურა გულის წასვლის შესახებ გიული ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება. კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფაქტი არც ბადრაგს და არც ექთანს დაუფიქსირებიათ. პაციენტს კი არ აღენიშნება დაცემის შედეგად მიღებული რაიმე სახის დაზიანება. ზურაბ ჩხაიძემ ასევე განცხადება გააკეთა ექიმებსა და მათი ოჯახის წევრებზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ, ის მიიჩნევს, რომ ფაქტით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ, კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებსაც – თქვა ჩხაიძემ.