მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს გონების კარგვის კიდევ ერთი ეპიზოდი ჰქონდა, რის შედეგადაც წაიქცა. გიული ალასანიას შეფასებით, აუცილებელია შემჭიდროებულ ვადებში მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოსაზრებით, შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი. გიული ალასანიას თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს ასევე გაესაუბრება პარენტერალური მკურნალობის დაწყების თაობაზე, რაც კვებითი დანამატების ინტრავენური წესით მიღებას ნიშნავს. თუმცა, გიული ალასანიას თქმით, კლინიკა „ვივამედს“ შესაბამისი გამოცდილება არ აქვს, რის გამოც, სააკაშვილი უარს აცხადებს. პარენტერალურ მკურნალობაზე გადასვლის რეკომენდაცია ალტერნატიული კომისიის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმაც გასცა.