გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა და იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მედიკოსი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გლდანის მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სიცრუეს უწოდებს. კოლეგებს კი მიმართავს პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სიტუაციის დრამატიზებისგან თავი შეიკავონ.