ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ის თავს სუსტად გრძნობს. აცხადებს მისი პირადი ექიმი. ნიკოლოზ ყიფშიძემ ის გუშინ მოინახულა. შესაძლოა, დღეს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში კონსილიუმის წევრი მედიკოსები შევიდნენ.