თურქმა მებაჟეებმა რუსული გემი დააკავეს, რომელსაც უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, ხომალდი პორტის შესასვლელთან დგას და მის ბედს თურქი გამომძიებლები 4 ივლისს გადაწყვეტენ.
ბოდნარმა იმედი გამოთქვა, რომ გემს დააპატიმრებენ, ქონებას ჩამოართმევენ და თაღლითობაში ჩართული ყველა ადამიანი პასუხს აგებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული გემი თურქეთის პორტში რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის საპორტო ქალაქ ბერდიანსკიდან შევიდა.
ელჩის განცხადებით, პარალელურად, ყირიმის პორტებიდან სხვა გემებს ყალბი რუსული დოკუმენტები აქვთ და ისინი რუსული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ახდენენ.