რუსთაველის გამზირზე აქციებს დღეიდან ოპოზიცია უხელმძღვანელებს

რუსთაველის გამზირზე დღეიდან აქციებს ოპოზიცია უხელმძღვანელებს.

შეიცვლება თუ არა ლოზუნგი „ნუ მომკლავ”, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე გარკვეულია, რომ პროცესებს პარლამენტის წინ პოლიტიკური ოპოზიცია წარმართავს.

საღამოს 6 საათზე საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები სამოქმედო გეგმის შესახებ გააკეთებენ განცხადებას. მანამდე კი, სწორედ ამ წუთებში დემონსტრაციის ახალი ლიდერები შეკრებას გეგმავენ და ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ.