რუსეთში ანექსირებული უკრაინის საზღვრები დაადგინეს

რუსეთში ანექსირებული რეგიონების საზღვრების საკითხზე მსჯელობენ. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფო დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა. დოკუმენტების მიხედით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საზღვრები დადგინდება იმის მიხედვით, სადაც ეს საზღვრები არსებობდა ე.წ. რესპუბლიკების ფორმირების მომენტში.

კრემლის პრესსპიკერის განმარტებით, ლუგანსკისა და დონეცკის საზღვრები 2014 წლის დადგენლ საზღვრებში იქნება, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრების დასადგენად, ამ ოლქების მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება.