რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს

17:15, 08.12.2017

რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და პავლო კლიმკინმა ვენაში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ორმხრივი შეხვედრაა.

მანამდე უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მხოლოდ ნორმანდიულ ფორმატში, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით ხვდებოდნენ ერთმანეთს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინსიტრმა „ტვიტერში“ დაწერა, შეხვედრაზე განიხილებოდა ტყვეების გაცვლის საკითხი.

 

მსგავსი