რა გზავნილები გაჟღერდა აშშ-ის პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივ შეხვედრაზე ვაშინგტონში? ჯო ბაიდენსა და კირ სტარმერს უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში ამერიკული ან ბრიტანული იარაღით დარტყმების ნებართვა საჯაროდ არ გაუციათ. მიუხედავად ამისა, რუსეთში საპირისპიროს ამტკიცებენ და საპასუხო ზომებითაც იმუქრებიან.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ისევ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა შავ ზღვაში მნიშვნელოვნად გაზარდა იმ სამხედრო ხომალდების რაოდენობა, საიდანაც რაკეტების გაშვებაა შესაძლებელი. ეს კი იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა ირანისგან ბალისტიკური რაკეტები უკვე მიიღო.
ლევან ახალაია დეტალებით.