რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურა დაბომბა. საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის რეგიონი „S-300“-ის და „S-400“-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტებით, ასევე უპილოტო აპარატებით ყირიმიდან დაბომბეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული უპილოტო აპარატები დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და ხერსონის რეგიონებში ჩამოაგდეს.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას ახლა სჭირდება „ატაკამსის“ ტიპის რაკეტები, რათა ოკუპირებულ ყირიმში რუსული აეროდრომები დაბომბოს. ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ მძიმე ზეწოლის ქვეშ მყოფ უკრაინულ ძალებს შესაძლოა უკან დახევა მოუწიოთ, რათა საბრძოლო მასალის შენარჩუნება შეძლონ.