გასულ ღამეს რუსეთის ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა. ასევე, თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო 40-მდე სახლი დაზიანდა. რუსეთის ძალებმა დაბომბეს ხარკოვიც. დაღუპულია სულ მცირე ერთი და დაშავებულია 19 ადამიანი. ხარკოვის მერის ინფორმაციით, რუსეთმა საჰაერო იერიში საცხოვრებელ უბანზე მიიტანა. დაშავებულებს შორის არიან სამი თვიდან ცხრა წლამდე ასაკის ბავშვები. დაზიანდა სულ მცირე 14 მაღალსართულიანი კორპუსი, გადაუდებელი ქირურგიის ინსტიტუტი და საგანმანათლებლო დაწესებულება.