უკრაინაში ომი გრძელდება – ქვეყნის სამხრეთ და ზოგიერთ ცენტრალურ რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხედროებმა მოახერხეს ოკუპანტების მიერ გაშვებული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილის განეიტრალება, თუმცა, ერთ-ერთი თვითმფრინავის ჩამოგდებამ, ოდესაში ხანძარი გამოიწვია. მაშველებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მანამდე კი რუსული არმიის მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ხუთი პირი, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც უკრაინული მედია წერს, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.