უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქ ავდეევკას ტოვებენ – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსანდ სირსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროების ავდეევკიდან გასვლა შექმნილი ოპერატიული ვითარებით არის განპირობებული და ახლა მნიშვნელოვანია, უკრაინელი ჯარისკაცები ალყაში არ მოექცნენ. „მიღებული იყო გადაწყვეტილება ჩვენი ქვედანაყოფების ქალაქიდან გასვლისა და უფრო მომგებიან თავდაცვით პოზიციებზე გადასვლის შესახებ“, – ნათქვამია სირსკის განცხადებაში.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა აღნიშნული ქალაქის დაკავება არაერთხელ სცადეს, მასშტაბური იერიში კი ავდეევკაზე 2023 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობდა.