რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსი სამხედროები უკრაინაზე შეტევას განაგრძობენ – ღამის განმავლობაში ოკუპანტებმა იერიში ხარკოვის რეგიონზე მიიტანეს. აფეთქებების ხმა ისმოდა რეგიონულ ცენტრში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა. შემთხვევის შედეგად დაზიანებულია შენობების ფასადები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. მანამდე კი უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის ოლქში, შედეგად რამდენიმე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.