რუსეთის მიერ კიევის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. უკრაინული მედია წერს, რომ ქვეყნის დედაქალაქზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია ჯერ კიდევ გრძელდება. კიევის მიმართულებით რაკეტები რამდენიმე ეტაპად სხვადასხვა მიმართულებიდან გაუშვეს. დაბომბვის გამო, ელექტროენერგიის გარეშე 20 ათასამდე აბონენტი დარჩა.
საერთო ჯამში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 64 რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გამოიყენა, რომელთაგან 44 უკრაინის თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.