ლუგანსკის ტერიტორიის 80 პროცენტს რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, – ამის შესახებ ლუგანსკის „სიენენს“ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განუცხადა. მისი თქმით, უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის შეწყვეტის შემთხვევაში, მტერი არ გაჩერდება და კიდევ უფრო წინ წაიწევს. გაიდაის განცხადებით, ომის მეორე ფაზის დაწყების მიუხედავად, ჯერ სრულმასშტაბიანი შეჭრა არ ხორციელდება. მისივე თქმით, რუსული ძალები ცდილობენ უკრაინელი სამხედროები ალყაში მოაქციონ, თუმცა, უკრაინელები წარმატებულად ანადგურებენ ოკუპანტების აღჭურვილობას. მისივე თქმით, ლუგანსკის რეგიონი სრულად იბომბება, უსაფრთხო ქალაქი არ არსებობს, ამიტომ უკრაინული მხარე ადგილზე ჩარჩენილი მოქალაქეები გაყვანას ცდილობს. კიევის მიერ კონტროლირებად ლუგანსკის ნაწილში, 70 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, ისინი ბუნკერებსა და თავშესაფრებში იმალებიან. სერგეი გაიდაი ამბობს, რომ უკრაინულ მხარეს სჭირდება საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, უპილოტო საფრენი აპარატები და შორ რადიუსზე მოქმედი საარტილერიო სისტემები.