რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა მკაცრად დაგმეს. საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, მოსკოვისგან ოფიციალურ განმარტებებს მოითხოვს პოლონეთიც, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის რწმუნებული დაიბარა.

რუსული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკრაინაში სულ უფრო იზრდება. თავდასხმის წერტილებში მიმდინარე სამძებრო ოპერაციაში ჩართული მაშველები ნანგრევებში ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ. კრემლის დარტყმების საპასუხოდ დღეს კიევმა რუსეთის ქალაქებზე დრონებით შეტევა განახორციელა. რუსული მხარის ცნობით, დაიბომბა ბელგოროდი და ბრიანსკი, სადაც ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 14 და დაშავებულია 108 პირი.