ომი უკრაინაში გრძელდება – რუსეთის არმიამ ხერსონის სარკინიგზო სადგური დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა ოთხი მოქალაქე. ავიადარტყმის შედეგად დაზიანდა სადგურის შენობა და ერთ-ერთი სარკინიგზო შემადგენლობა. მიუხედავად ამისა, უკრაინის რკინიგზაში აცხადებენ, რომ მატარებლები მოძრაობას გააგრძელებენ. ასევე დაზიანდა სავაჭრო ცენტრიც და საცხოვრებელი სახლებიც.
პარალელურად, კიევში ამბობენ, რომ რუსეთი განაგრძობს უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმას სამხრეთში. განგაში იყო გამოცხადებული ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით შეტევა ორჯერ განახორციელეს. პირველი შეტევის დროს 46 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 32 განადგურებულია. მოგვიანებით, კიდევ 12 დრონი ჩამოაგდეს ოდესაში, სამი ნიკოლაევის და ორი ვინიცის ოლქში. ოდესაში დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლებს დაეცა. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. კიდევ სამი დაშავდა.