ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე მიმართულებით დაესხა თავს. რუსეთის მიერ გამოშვებული 28 უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინამ 24-ის ჩამოგდება მოახერხა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში, სოლომენსკისა და დარნიცკის რაიონებში ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.
სამ ბინაში კედლების ნაწილობრივი ნგრევა დაფიქსირდა, კიდევ სამ ბინაში კი მინები ჩაიმსხვრა. დაშავებულია სულ მცირე ორი ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.