უკრაინაში ვითარება რთულია – გასულ ღამეს რუსებმა საჰაერო იერიში ხერსონზე განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესხებ უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, არიან დაშავებულებიც. თავდასხმა განხორციელდა კიევზეც. რუსებმა უკრაინის დედაქალაქი „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით დაბომბეს, თუმცა როგორც ქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ ყველა სამიზნე გაანადგურა. კიევში მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.