მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმები უკრაინაზე – საოკუპაციო ძალების სამიზნე ამჯერად ხერსონი, სუმის ოლქი და ქალაქი კრივოიროგი გახდა, არის მსხვერპლი, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. მასირებული შეტევების ფონზე, უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევით ოპერაციას განაგრძობენ და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში რამდენიმე დასახლებაზე კონტროლის აღდგენას ადასტურებენ. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს მოსკოვი.
საომარი მოქმედებების პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრისკენაა მიმართული. უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს „მშვიდობის ფორმულის“ სახელწოდებით საკუთარი სამშვიდობო გეგმა უნდა გააცნოს.