უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 16 კილომეტრი გაათავისუფლეს ოკუპანტებისგან – ეს ბოლო ერთი კვირის მონაცემია. კონტრიერიშის დაწყებიდან ამ დრომდე კი, 192 კილომეტრის ფართობია დაბრუნებული. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება სამხრეთ ფრონტზე და ბახმუტის მიმართულებით. ასევე, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს რამდენიმე რაიონში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მხარეს.