რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის დედაქალაქი რუსეთის სარაკეტო იერიშის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა.

რუსეთის სამხედრო ფლოტმა კიევის რეგიონი შავი ზღვიდან დაბომბა. უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტების დიდი ნაწილის მოგერიება შეძლეს, თუმცა განადგურდა არაერთი საცხოვრებელი სახლი. კიევზე სარაკეტო იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც შვიდი აფრიკული ქვეყნის დელეგაცია უკრაინაში სამშვიდობო გეგმით ჩავიდა. აფრიკული გეგმა საომარი მოქმედებების შეჩერებას ისახავს მიზნად. უკრაინის ომი და ვილნიუსის მოახლოებულ სამიტზე ომში მყოფი ქვეყნის პერსპექტივა განხილვის მთავარი თემა იყო ნატოს თავდაცვის მინისტერიალზეც. ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.