უკრაინაზე საჰაერო იერიშები გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა დნიპროში. ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა არმიამ ოკუპანტების სამი გრადის ტიპის სისტემა გაანადგურა, ასევე განადგურებულია 11 ჯავშანტექნიკა და იარაღის სამი საცავი.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონის 12 დასახლებულ პუნქტზე თავდასხმა მოიგერიეს. ოკუპანტებმა შვიდი სარაკეტო და 47 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ამასთან, განხორციელდა 90-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.