ავიაიერიშები უკრაინაზე გრძელდება – რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბეს. შედეგად კრივი-რიჰის რაიონის ბევრი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსმა ოკუპანტებმა ასევე იერიში განახორციელეს ენერჰოდარზე.
მიკოლაევის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა 13 კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა უკრაინის ათ რეგიონზე განახორციელეს დარტყმები – მათ შორის ჟიტომირში, კიევში, სუმში, დნიპროსა და კრივოი როგში, ასევე ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ნიკოლაევსა და დონბასში.