რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის დაბომბვა გრძელდება. კიდევ ერთი საჰაერო იერიში კიევში. დაღუპა ერთი და დაშავდა შვიდი ადამიანი. გამთენიისას  დარნიცკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევი მრავალსართულიან სახლს მოხვდა. შედეგად კორპუსის მე-16 სართულზე ცეცხლი გაჩნდა და დაზიანდა რამდენიმე ბინა. აფეთქებების ხმა ისმოდა როვენის ოლქშიც. გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტზე, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამტკიცებენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის არმიამ ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და წინ ვერ წაიწია. მათივე ცნობით, უკრაინულმა არმიამ გაანადგურა რუსეთის 35-ე არმიის სამეთაურო პუნქტი. დანაკარგების შესახებ ინფორმაცია მოწმდება. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო დღე-ღამეში 10 რუსული საჰაერო სამიზნის განადგურება შეძლეს.